დონალდ ტრამპი - CIA-ის დირექტორი მოსკოვში ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო, არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება - შესაძლოა, რამე გამოვიდეს 26.08.2026 19:40

 

CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი ნახევრად რუტინულია, შესაძლოა რამე გამოვიდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა რატომ ჩავიდა CIA-ის დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში.

"ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო... არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება", - განაცხადა ტრამპმა.

მან განაცხადა, რომ აშშ "დაუღალავად მუშაობს" უკრაინაში ომის დასასრულებლად და აღნიშნა, რომ რეტკლიფის მოსკოვში მოგზაურობიდან "შესაძლოა რამე გამოვიდეს".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ