25.08.2026 16:52
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფრანგულენოვანი კანადელების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მისივე თქმით, ეს მხოლოდ კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის მიერ გამოგონილი ტყუილია და მას ფრანგულენოვანი კანადელები უყვარს.
„კანადელების ფრანგულ ენაზე საუბარს არასდროს შევუშლიდი ხელს! ასეთი სისულელის გაკეთება არასდროს მიფიქრია. ეს ტყუილი კანადის სუსტმა და არაეფექტურმა პრემიერ-მინისტრმა მოიგონა, რათა კვებეკის მოსახლეობისგან პოლიტიკური მხარდაჭერა მოეპოვებინა, რომელიც მან სრულიად დაკარგა. მე მიყვარს ფრანგულენოვანი კანადელები!", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერ-მინისტრ დაგ ფორდთან კამათის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალოს და მას „ამერიკის ტბა" დაარქვას, რადგან არ სურს ონტარიოსთან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდეს.
„შეერთებული შტატები სერიოზულად განიხილავს ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლას და მისთვის ამერიკის ტბის დარქმევას, რადგან ჩვენ აღარ გვსურს ონტარიოსთან დიდ საქმიანი ურთიერთობა", - წერს ტრამპი.
ცნობისთვის, ონტარიოს პროვინციის პრემიერ-მინისტრმა, დაგ ფორდმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უცენზურო სიტყვებით მიმართა. ფორდმა თქვა, რომ ტრამპს შეეძლო, მისთვის „საჯდომზე ეკოცნა".
ავტორ(ებ)ი :