24.08.2026 18:05
ყაზახეთში ახლადშექმნილმა პარტიამ, „ადალეთმა" („სამართლიანობა") საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 71% მოიპოვა. ინფორმაციას ქვეყნის საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, პარტია ყაზახეთის პარლამენტის (ყურულთაის) 145 ადგილიდან 111-ს დაიკავებს.
ყაზახეთის ცესკო-ს ხელმძღვანელმა, ნურლან აბდიროვმა განაცხადა, რომ არჩევენბში მონაწილე შვიდიდან ხუთმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახა. არჩევნებში მეორე ადგილი პარტიამ „აუილი" („სოფელი") დაიკავა ხმათა 6.26%-ით, მესამე ადგილი კი პარტია „რესპუბლკამ" დაიკავა ამომრჩევლების 5.56%-იანი მხარდაჭერით.
ყაზახეთის პარლამენტში ასევე მოხვდნენ „აკ ჟოლი" („ნათელი გზა") 5,21%-ით და საერთო-ეროვნული სოციალ-დემოკრატიული პარტია 5,11%-ით. „ყაზახეთის სახალხო პარტიამ" (3.11%) და „ბაიტაკმა - მწვანეთა პარტიამ" (1.07%) ვერ გადალახეს პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი.
ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა 2.51%-მა ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცა ხმა. ცნობისთვის, პირველ ივლისს ყაზახეთში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც 15 მარტს ჩატარებულ ეროვნულ რეფერენდუმზე მიიღეს. ის ითვალისწინებს ერთპალატიანი პარლამენტის შექმნას, რომელშიც 145 დეპუტატი იქნება.
ავტორ(ებ)ი :