23.08.2026 21:17
საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ხუთი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ მანავში რამდენი საათის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც ტურისტები კახეთის მიმართულებით გადაჰყავდა.
შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანა. დაშავებულთაგან ერთ-ერთის, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორ(ებ)ი :