აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა 22.08.2026 16:51

კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შედეგადაც ამერიკული ტარიფები კანადური საქონლის ფართო სპექტრზე ამოქმედდა.

 

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის საქონელს იმავე ოდენობის საპასუხო ტარიფებით დაბეგრავს, რა ოდენობითაც აშშ დააწესებს ტარიფებს კანადურ საქონელზე.

 

მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან ბოლო წუთს შემოთავაზებული პირობების ცვლილებები „არაკეთილსინდისიერი და არაეკონომიკური იყო და ეჭვქვეშ აყენებდა ნებისმიერი შეთანხმების საიმედოობას".

 

კარნიმ აღნიშნა, რომ, „მნიშვნელოვანი პროგრესის" მიუხედავად, ეს საკმარისი არ იყო კანადელების ინტერესების დასაცავად.

 

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა, ჯეიმისონ გრიერმა თავის მხრივ განაცხადა, რომ კანადამ ადრე შეთანხმებული პირობებით გარიგების დასრულებაზე უარი თქვა და ახალი მოთხოვნებით წინა შეთანხმებები დაარღვია.

 

მოლაპარაკებების ჩაშლის შედეგად კანადა 50%-იან ტარიფებს დაექვემდებარება, მათ შორის, ღვინოზე, რძის პროდუქტებზე, ცემენტზე, ტანსაცმელსა და ჰოკეის აღჭურვილობაზე.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ