უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს 19.08.2026 14:08

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან სამხედრო ტყვეები გაცვალა. მხარეებმა ერთმანეთს 103-103 ადამიანი გადასცეს.

უკრაინას ჯერჯერობით გაცვლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

სამხედრო ტყვეების წინა გაცვლა 26 ივნისს შედგა. მაშინ მხარეებმა ერთმანეთს 160-160 ადამიანი გადასცეს. ივლისსა და აგვისტოში კი მოსკოვმა და კიევმა ერთმანეთს დაღუპული სამხედროების ცხედრები გადასცეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ