14.08.2026 00:36
საბერძნეთის კუნძულ ჰალკიდიკის რამდენიმე დასახლებაში ხანძრის გამო ადგილობრივებისა და ტურისტების ევაკუაცია გახდა საჭირო.
„როიტერის" ინფორმაციით, საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლებმა სოფლების, სივირისა და ფურკის მცხოვრებლებს საშიშროების ზონის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოწოდეს, რადგან ძლიერი ქარის გამო ხანძრის გავრცელების საფრთხე გაიზარდა. მოსახლეობის ნაწილმა დასახლებები ნავებით დატოვა.
მედიის ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად 140-ზე მეტი მეხანძრე და 16 ვერტმფრენია მობილიზებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობისას ორი მეხანძრე დაშავდა.
ცნობისთვის, წელს ტემპერატურის მატების გამო ევროპაში ტყის ხანძრები გახშირდა. ბოლო თვეების განმავლობაში ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ხანძრის ათობით კერა გაჩნდა.
ავტორ(ებ)ი :