12.08.2026 20:57
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას 2028 წელს მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ უპასუხა და აღნიშნული სცენარი გამორიცხა.
„ყველა ამ შეკითხვას მისვამს და თქვენ იცით, რომ კანონი ამ საკითხზე ძალიან მკაცრია", - განაცხადა ტრამპმა. „სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ კანონი ძალიან მკაცრია".
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას ამ თემაზე კითხვებს მუდმივად უსვამენ.
აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორების პირველი ნაწილის თანახმად, პრეზიდენტად ერთი და იმავე პირის არჩევა ორზე მეტჯერ დაუშვებელია.
აღნიშნული შესწორება შტატებმა 1951 წლის თებერვალში დაამტკიცეს - ფრანკლინ დელანო რუზველტის გარდაცვალებიდან დაახლოებით ექვსი წლის შემდეგ.
რუზველტი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელიც ქვეყანას უპრეცედენტოდ, ოთხი ვადით მართავდა.
ავტორ(ებ)ი :