04.08.2026 22:48
Reuters-ის მიერ შესწავლილი 93 საქმიდან 75-ში ფედერალურმა მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაარღვია აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული უფლებები - სიტყვის, რელიგიისა და პრესის თავისუფლება.
სასამართლო დავები შეეხებოდა პროპალესტინელი სტუდენტების დაკავებასა და დეპორტაციას, უნივერსიტეტებისთვის გრანტების გაუქმებას, იურიდიული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს, მედიაზე დაწესებულ შეზღუდვებსა და საპროტესტო აქციებზე ძალის გადამეტებას.
ტრამპის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების უმეტესობა დემოკრატების მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმა გამოიტანეს, თუმცა 10 საქმეში ადმინისტრაციის ქმედებები რესპუბლიკელი პრეზიდენტების მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმაც უკანონოდ ცნეს.
ადმინისტრაციამ გადაწყვეტილებების დაახლოებით ორი მესამედი გაასაჩივრა და 15 შემთხვევაში შეძლო მათი მოქმედების შეჩერება ან სრულად გაუქმება.
თეთრი სახლი მოსამართლეებს „აქტივისტებად" მოიხსენიებს და აცხადებს, რომ სასამართლოები პრეზიდენტის აღმასრულებელ უფლებამოსილებას ზღუდავენ.
ავტორ(ებ)ი :