04.08.2026 19:49
სეუტას ანკლავიდან მაროკოში 70 ათასი მიგრანტი დაბრუნდა. ამის შესახებ ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ფერნანდო გრანდე-მარლასკამ მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, დაახლოებით 72 ათასი მიგრანტიდან, რომელიც სეუტაში შეიჭრა, 70 ათასი უკვე მაროკოში დაბრუნდა. გრანდე-მარლასკას თქმით, ქვეყნები „კონსტრუქციულები" იყვნენ და დააფასეს ესპანეთის დაუყოვნებლივი რეაგირება.
მან აღნიშნა, რომ ესპანეთი დარჩენილი პირების სტატუსის გარკვევის პროცესშია და მიგრანტები, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის უფლება არ გააჩნიათ, მაროკოში დაბრუნდებიან.
ავტორ(ებ)ი :