სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრის გამო 110 000 ადამიანია ევაკუირებული -საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 24.07.2026 23:57

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გავრცელებული ხანძრების გამო 110 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

„ჩვენ არასდროს გვინახავს ამ მასშტაბის ხანძარი", - განუცხადა ნუნიესმა ფრანგულ მედიას და განმარტა, რომ დღეს დაახლოებით 50 მეხანძრე დაშავდა.

 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ხანძარი მიმართულებას მუდმივად იცვლის; ამჟამად ის აღმოსავლეთისკენ, ბორდოს მიმდებარე ტერიტორიისკენ ვრცელდება.

 

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ბორდოს აეროპორტი ამჟამად დახურულია.

 

ცნობისთვის, უახლესი მონაცემებით, საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრების გამო ევაკუირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 135 000-სს მიაღწია.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ