ვოლოდიმირ ზელენსკი – დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში შემოდგომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებენ 24.07.2026 23:49

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უახლოეს საათებში უკრაინის მიმართულებით მასირებულ დარტყმას ამზადებს.

 

„დაზვერვისა და ჩვენი პარტნიორებისგან ვიცით, რომ რუსებმა უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის რაკეტები მოამზადეს. ეს დარტყმა შეიძლება, დღესვე განხორციელდეს. წინასწარი ინფორმაციით, ის 48 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტული საკითხია და მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით პარტნიორებს შეუძლიათ დახმარების გაწევა.

 

„უკრაინის საჭიროებები მსოფლიოში უფრო ხმამაღლა უნდა ჟღერდეს, რადგან ეს რეალური საჭიროებებია სიცოცხლის დასაცავად", - განმარტავს ზელენსკი.

 

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში აღნიშნავს, რომ დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში შემოდგომისთვის მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებენ.

 

„პუტინი კვლავ აპირებს შეტევების გაძლიერებას და ამ ომის გაფართოებას. მას კიდევ უფრო მეტი რუსი სჭირდება იერიშებში მონაწილეობისთვის. ჩვენ პრევენციულად უნდა დავიცვათ თავი ამისგან ყველა დონეზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ