ნიკარაგუის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება 21.07.2026 17:27

ნიკარაგუის პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ორტეგა, რომელიც 2007 წლიდან ხელისუფლებაშია, აცხადებს, რომ ამ გზით ოპოზიციისთვის ხელისუფლებაში მოსვლის ყველა გზას ჩაკეტავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ განხორციელდება აღნიშნული აკრძალვა.

 

მისივე თქმით, ამერკელებისა და სომოსისტების მხარდაჭერილმა (ნიკარაგუაში სომოსას ოჯახის მხარდამჭერები) პარტიებმა ხელისუფლებაში მოსვლა ვერ უნდა შეძლონ.

„აქ აღარ ჩატარდება არჩევნები, რათა მათ ვეღარ სცადონ მთავრობისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. დასრულდა ის დრო, როდესაც იანკების და სომოსისტების მხარდაჭერილი პარტიები ხელისუფლებაში ბრუნდებოდნენ, ეს აღარასდროს განმეორდება", - განაცხადა ორტეგამ.

 

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ორტეგას მთავრობა დიქტატურად გამოაცხადა და სანქციები დაუწესა ნიკარაგუის 2 350-ზე მეტ ოფიციალურ პირსა და მათი ოჯახის წევრებს.

 

როგორც „როიტერი" წერს, ნიკარაგუაში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წელს გაიმართა, რომლის შედეგებიც სადავო იყო, მას შემდეგ, რაც ორტეგამ დააკავა პოლიტიკური ოპონენტები და ბიზნესის წარმომადგენლები. გასულ წელს ორტეგამ ძალაუფლება კიდევ უფრო განიმტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების სერიის მეშვეობით, რომელთა ფარგლებში მისი მეუღლე - როსარიო მურილო „თანაპრეზიდენტად" დაინიშნა, ხოლო საპრეზიდენტო ვადა ექვს წლამდე გაზარდა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ