17.07.2026 22:17
დანიის ქალაქ ნერსუნდბიში, შეიარაღებულმა უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას TV 2 Nord ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი დაშავდა.
პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ხანძარიც გაჩნდა.
ინციდენტის ადგილზე მეხანძრეები და სამართალდამცველები მივიდნენ, რის შემდეგაც, ოფიცრებს თავდამსხმელმა ცეცხლი გაუხსნა.
პოლიციამ ბრალდებულს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად ბრალდებული დაშავდა.
„დაშავებულების მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალების მოწოდება შეუძლებელია, შემთხვევის ადგილზე ძალები გვყავს მობილიზებული", - განაცხადა ჩრდილოეთ იუტლანდიის პოლიციის წარმომადგენელმა სორენ პეტერსენმა.
ხანძრისა და სროლის გამომწვევი მიზეზები, ასევე, ინციდენტის გარემოებები ამჟამად დგინდება.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
ავტორ(ებ)ი :