14.07.2026 22:11
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, დაიწყოს ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ სირიიდან და ლიბანიდან გაყვანა, - ამის შესახებ Channel 12-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი და Axios ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც მედია წერს, ტრამპმა გააფრთხილა ნეთანიაჰუ, რომ ისრაელის სამხედრო ყოფნა სირიის ტერიტორიაზე დაძაბულობას ქმნის, რამაც შეიძლება ესკალაცია გამოიწვიოს.
„მათ არ სურთ, რომ იქ იყოთ. თქვენ უნდა გაიყვანოთ თქვენი ძალები", - განაცხადა ტრამპმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა მსგავსი მოწოდება ლიბანთან დაკავშირებითაც გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გასულ კვირას განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა „ისრაელის საზღვრებთან უსაფრთხოების ზონების აუცილებლობას".
როგორც მედია წერს, ისრაელი დათანხმდა სამხრეთ ლიბანში „საპილოტე ზონებიდან" თავისი სამხედრო ძალების გაყვანას, რაც ბეირუთთან მიმდინარე მოლაპარაკებების ნაწილია. შეთანხმების მიხედვით, ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კონტროლი უნდა აიღონ.
ავტორ(ებ)ი :