14.07.2026 21:04
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის ლიდერებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ თელ-ავივზე თავდასხმის შემთხვევაში პასუხი უმკაცრესი იქნება.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის და წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ქვეყანა მასზე მიყენებულ ზიანს გაორმაგებული ძალით არ პასუხობდა. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს ირანის "ბოროტების ღერძისა" და ყველა იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც ისრაელის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის. მხოლოდ ერთს ვეტყვი ირანის ლიდერებს: იმედი ნუ გექნებათ, რომ ჩვენზე თავდასხმის შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. ნუ ელით, რომ წინა შემთხვევა განმეორდება, რადგან ასე არ მოხდება. წინა პასუხიც საკმარისად ძლიერი იყო, მაგრამ მომავალი სრულიად განსხვავებული იქნება - გაცილებით უფრო ძლიერი.
წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ვინმე ზიანს გვაყენებდა, ჩვენ კი მას გაორმაგებული ძალით არ ვპასუხობდით. ასე მოვექეცით ირანის "ბოროტების ღერძს" და ასე მოვექცევით ყველას, ვინც ზიანს მოგვაყენებს. ჩვენ სწორედ ასე ვმოქმედებთ,"- განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ავტორ(ებ)ი :