11.07.2026 11:25
რუსეთმა დონ-აზოვის არხში საზღვაო მიმოსვლა შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხში, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს, გემებისთვის მიმოსვლა შეაჩერა.
როგორც Reuters-ი წერს, დონ-აზოვის არხში მიმოსვლის შეჩერებამ შესაძლოა გავლენა რუსული ხორბლის ექსპორტის მეოთხედზე მოახდინოს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, პარასკევს თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 13 ნავთობტანკერს დაარტყეს.
ავტორ(ებ)ი :