ირანმა იორდანიის ალ-აზრაქის სამხედრო ავიაბაზას 10 ბალისტიკური რაკეტა ესროლა 09.07.2026 19:10

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ აშშ-ის თავდასხმებზე პასუხის „მეორე ეტაპის" ფარგლებში იორდანიაში მდებარე ალ-აზრაქის სამხედრო ავიაბაზის მიმართულებით 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

 

გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ თავდასხმებს კვლავ განახორციელებს, ისლამური რესპუბლიკა რეგიონში მდებარე სხვა ამერიკულ სამხედრო ბაზებსაც დაარტყამს.

 

ამასთან ერთად, აშშ-ის საელჩო იორდანიაში უსაფრთხოების გაფრთხილებას ავრცელებს და იორდანიაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უსაფრთხო თავშესაფარს შეაფარონ თავი და ადგილზე დარჩნენ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ