09.07.2026 12:41
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3800-ს აჭარბებს, - ინფორმაციას „ეიბისინიუსი" ავრცელებს.
ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ხორხე როდრიგესის ცნობით, 24 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3811-ს აღწევს, დაშავებულთა რიცხვი კი 16740-ს შეადგენს.
ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები 24 ივნისს ერთმანეთისგან რამდენიმე წამის ინტერვალით მოხდა.
მიწისძვრების შედეგად ყველაზე ძლიერად დედაქალაქ კარაკასის ჩრდილოეთით, ლა-გუაირას სანაპირო რაიონი დაზარალდა.
ავტორ(ებ)ი :