08.07.2026 17:42
ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა.
ანკარაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
„ამის დაჯერება ძნელია, არა? ოვალური კაბინეტიდან დღემდე, ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ. შესაძლოა ეს დასაწყისიც კი იყოს", - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„ეს ესკალაციაა, მაგრამ ესკალაცია, რომელმაც შეიძლება ომის დასრულებამდე მიგვიყვანოს", - აღნიშნა ტრამპმა.
ასევე, ტრამპის თქმით, შესაძლოა, აშშ-მა ევროპასა და უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიები მისცეს.
„პატარა ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ჩვენ მათ Patriot-ების წარმოების უფლებას მივცემთ. ვაჩვენებთ, თუ როგორ აწარმოონ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ავტორ(ებ)ი :