პოლონეთმა უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების დეტალები გაასაჯაროვა 06.07.2026 20:42

 

პოლონეთმა უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების დეტალები გაასაჯაროვა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების გასაიდუმლოების პროცესი დაეწყო.

კოსინიაკ-კამიშის თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს დახმარების მასშტაბის სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

კერძოდ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2022-2023 წლებში პოლონეთმა უკრაინას გადასცა სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 15 მილიარდ ზლოტს (დაახლოებით 3.4 მილიარდ ევროს) შეადგენს.

2024 წლიდან დღემდე პოლონეთმა უკრაინას დამატებით მიაწოდა დაახლოებით 1.55 მილიარდი ზლოტის (დაახლოებით 350 მილიონი ევროს) ღირებულების დახმარება.

კოსინიაკ-კამიშმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა პოლონეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. ამასთან, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა ოპოზიციის კრიტიკას, რომ ზოგიერთი დახმარება შესაძლოა, პარლამენტისგან ფარულად განხორციელდა. კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ დაიწყო სამხედრო დახმარების გასაჯაროება, რათა ყველა გადაწყვეტილება საჯარო გახდეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ