ნიკოლ ფაშინიანი მომავალ კვირაში რუსეთში ჩავა 05.07.2026 19:20

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში ჩავა. რუსული მედიის თანახმად, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ქალაქ ეკატერინბურგში მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის „ინოპრომის" პლენარულ სესიაში - „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე". სესია 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.

რუსეთის მთავრობამ ასევე გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, მიხაილ მიშუსტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ.

პირველ ივლისს მიშუსტინმა და ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც ამბობენ, საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.

მანამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობებსა და ევროკავშირთან დაახლოებაზე ისაუბრა. პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი არ უგულებელყოფს თავისი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ