პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ისრაელმა ბეირუთზე ახალი ავიადარტყმები განახორციელა 08.04.2026 21:20

ისრაელმა ბეირუთზე ახალი ავიადარტყმები განახორციელა.ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ისრაელის სამხედროების განცხადებით, მათ სამიზნეს "ჰეზბოლას" მეთაური წარმოადგენდა.ლიბანური მედიის ინფორმაციით, ავიადარტყმა ბეირუთის ტალეტ ელ-ზაიიატის უბანში მოხდა.მოგვიანებით, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთში, განხორციელებული თავდასხმების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე 112 ადამიანი დაიღუპა. სამინისტროს ცნობით, დღევანდელი თავდასხმების შედეგად 837 ადამიანი დაიჭრა. 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ