ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"საშიშ და არაპროგნოზირებად გარემოში, კიდევ უფრო აშკარაა რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგიონალური საკითხი" 05.04.2023 15:24

„ნატოს მოკავშირეები აფასებენ პარტნიორობას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგების კონტექსტში, რომელიც მხოლოდ ხაზს უსვამს საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. 

 

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ურთიერთობას ნატოს ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან - ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან. უფრო საშიშ და არაპროგნოზირებად სამყაროში კიდევ უფრო აშკარაა, რომ უსაფრთხოება არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალური საკითხია. ის, რაც ხდება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მნიშვნელოვანია ევროპისთვის და პირიქით“, - აცხადებს სტოლტენბერგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ