ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ილონ მასკს ბერნარ არნომ გადაუსწრო 04.04.2023 15:32

Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის სათავეში LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო აღმოჩნდა - ბიზნესმენისა და მისი ოჯახის ქონება 211 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

 

კრიზისული 2022 წლის შედეგად, ფრანგი ბიზნესმენი ერთადერთი მილიარდერია, რომლის კაპიტალიც 200 მილიარდ დოლარს აღემატება. მეორე ადგილზეა შარშანდელი რეიტინგის ლიდერი, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, 180 მილიარდი დოლარით.

 

აქციების ღირებულების ვარდნისა და საპროცენტო განაკვეთის ზრდის გამო მასკმა გასულ წელს 40 მილიარდი დოლარი დაკარგა.

 

რეიტინგის მესამე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც 171 მილიარდიდან 114 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ