ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია 04.04.2023 15:15

 

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმების დაგეგმვაზე იყო პასუხისმგებელი, ლიკვიდირებულია.

 

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ხალიდ აიდ აჰმედ ალ ჯაბური, სირიაში, საჰაერო დარტყმით მოკლეს.

 

„აშშ-ს არმიის ცენტრალური სარდლობის ძალებმა სირიაში ცალმხრივი დარტყმა წამოიწყეს, რის შედეგადაც დაიღუპა ISIS-ის უფროსი ლიდერი ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბური“, -  ნათქვამია შშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. 

 

იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. შტატების თავდაცვის უწყება დარწმუნებულია, რომ ალ ჯაბურის ლიკვიდაცია ისლამურ სახელმწიფოს დროებით შეუზღუდავს შესაძლებლობას, დაგეგმოს და განახორციელოს თავდასხმები

 

ალ-ჯაბური ევროპაში ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვაზეა პასუხისმგებელი. ასევე, ალ-ჯაბურმა შეიმუშავა ISIS-ის ადმინისტრაციული სტრუქტურა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ