ორშაბათი, 23 ნოემბერი, 2026
GE EN RU
რუსებს ჯერ კიდევ აქვთ წასვლის დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავანადგურებთ - ზელენსკი 03.04.2023 17:28

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია გათავისუფლდება და ამიტომ რუსულმა ჯარმა უნდა დატოვოს ეს ტერიტორიები, თორემ განადგურდებიან.


„მე არ ვისაუბრებ კონკრეტულ საკითხებზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მივცემთ რუს ტერორისტებს შესაძლებლობას მოემზადოს დეოკუპაციისთვის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებისთვის. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, და მათ ეს უნდა იცოდნენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო წავიდნენ იქიდან ({ოკუპირებული ტერიტორიებიდან}, თორემ განადგურდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.


ზელენსკის არ უთქვამს, როდის იქნება მზად უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ სამხედროები ემზადებიან, „რათა იყვნენ ძლიერები ჩვენი მიწების დეოკუპაციისათვის ბრძოლაში“.

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ