სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
"მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ"- რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს -რომის პაპი საავადმყოფოდან გაწერეს 01.04.2023 17:11

სამდღიანი მკურნალობის შემდეგ რომის პაპი ფრანცისკე გემელის საავადმყოფოდან გაწერეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

ექიმების რეკომენდაციით, რომის პაპის ჯანრთელობის მდგომარეობა მისი საავადმყოფოდან გაწერის საშუალებას იძლეოდა.

 

ამასთან, მედიის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე  საავადმყოფოსთან შეკრებილ ადამიანებს მიესალმა და რამდენიმე მათგანს გაეხუმრა: „მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ“.

 

რომის პაპი გემელის საავადმყოფოში ოთხშაბათს სუნთქვის გაძნელებით გადაიყვანეს. მოგვიანებით მას ბრონქიტი დაუდგინდა.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ