სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
GE EN RU
ნატო-ს გენერალური მდივანი, შესაძლოა, ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს - The Sun 01.04.2023 13:49

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შესაძლოა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს.

 

ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს.

 

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, თუმცა, The Sun-ის წყარო აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა უკვე მიმდინარე წლის ოქტომბერში ნატოს გენმდივნად ფონ დერ ლაიენის არჩევას უჭერს მხარს.

 

ბრიტანული წყაროების განცხადებით, სავარაუდოდ, ოფიციალური ლონდონი ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ვეტოს დაადებს. გარდა ამისა, სტოლტენბერგის შემცველად საკუთარ თავს ხედავს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, რომლის კანდიდატურასაც პრემიერი რიში სუნაკიც უჭერს მხარს.

 

აღსანიშნავია, რომ 2013-2019 წლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი ანგელა მერკელის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 

ალიანსის ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თანამდებობა წელს უნდა დატოვოს, მას შემდეგ, რაც მისი უფლებამოსილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახანგრძლივდა.

ნატოს- წევრი 30 ქვეყანა ახალ ლიდერს დახურულ რეჟიმში საერთო კონსენსუსით ირჩევს.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე შეძენა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ