31.03.2023 17:20
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელორუსიაში მზადდება სახელმწიფო გადატრიალება და სწორედ ამიტომ მინსკმა წამოიწყო მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით.
„ისინი [დასავლეთი] ცდილობენ ბელორუსიის ომში ჩათრევას. განსაკუთრებით ცდილობენ ჩვენი მეზობლები (პოლონეთი, ნატო), ამ ფაქტების დამალვა შეუძლებელია. ბელარუსში შემდგომი გადატრიალების მიზნით გარკვეული პოლკების ფორმირება გაჩაღდა. მოვა დრო - ყველაფერს მოგიყვებით. დღეს ამის დრო არაა, დახურული მუშაობა მიმდინარეობს. მაგრამ, დაგვიჯერეთ, არასდროს მომიტყუებიხართ, ისინი ემზადებიან ბელარუსის ტერიტორიაზე შემოსაჭრელად, რათა გაანადგურონ ჩვენი ქვეყანა. შექმნილ გარემოებებში და ჩვენი ქვეყნის ირგვლივ არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან გავააქტიურე მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნების თაობაზე, კერძოდ, 90-იან წლებში გატანილი ბირთვული იარაღის დაბრუნების შესახებ“, - აცხადებს ლუკაშენკო.
ლუკაშენკოს თქმით, მისი მიზანი ბელარუსის სახელმწიფოს დაცვა და საკუთარი ხალხის მშვიდობის უზრუნველყოფაა.
„მინდა დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველვყო მშვიდობა ბელარუსი ხალხისთვის. ჩემო ხალხო, ჩვენ ამას ვიმსახურებთ, აღარ გვინდა მათრახის ქვეშ ცხოვრება და არ ვიქნებით მონები“, - დასძინა ლუკაშენკომ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge