Warning: Undefined array key 0 in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 105

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 105
Geotimes - სიახლეები
კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ცესკო-ს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს 01.10.2020 14:07

 

ცესკო-ს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციებით მიმართავს, რომელიც კომისიების წევრებმა საკუთარი საქმიანობის ყველა ეტაპზე უნდა გაითვალისწინონ.

 

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უნდა იმოქმედონ საარჩევნო მოხელეთა ეთიკის კოდექსის თანახმად, იყვნენ სამართლიანი და მიუკერძოებელი, თავი აარიდონ ისეთ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება მოხელის და საარჩევნოადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ.


„საარჩევნო კანონმდებლობის (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) თანახმად, მათ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა; სწორედამ ნორმების გათვალისწინებით მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლოა, განიხილებოდეს როგორც რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო ქმედება; მათ შორის სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენება პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციისთვის,ასევე პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა. ცესკოს თავმჯდომარე მიმართავს თითოეულ მოხელეს გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.


თამარ ჟვანიას წერილობითი რეკომენდაცია გადაეცა ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელთაც, თავის მხრივ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და ეთიკისნორმების დაცვის აუცილებლობაზე უნდა მიმართონ საუბნო საარჩევნოკომისიების წევრებს. ამასთან, ცესკო-ს განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაიწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდებაშესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელიოქმის შედგენისთანავე,“- ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ