კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"გერმანია საქართველოში არჩევნებისთვის 37 დამკვირვებელს გამოაგზავნის"- ჰუბერტ ქნირში 18.09.2020 11:09

 

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა  რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 37 დამკვირვებელს გამოაგზავნის. მისივე თქმით, დამკვირვებლების ერთი ნაწილი საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვა, დანარჩენები  კი ოქტომბრის ბოლოს.

 

"ვიმედოვნებ, გვეყოლება ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ. ეს არჩევნები, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მოსდევს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებითაც შეიცვალა საარჩევნო სისტემა. ამრიგად, უკეთესი შანსი აქვთ შედარებით მცირე პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში. ყველა საელჩო, თქვენს მიერ დასახელებულების ჩათვლით, გულდასმით აკვირდება საარჩევნო კამპანიას და პარტიების აქტივობებს", - განაცხადა  ჰუბერტ ქნირშმა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ