17.09.2020 14:00
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს.
ცვლილების თანახმად, რომელიც პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ იყო ინიცირებული, ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ პარლამენტის წევრად არჩეულ პირებს და არა ცესკოში დარეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტების მაჟორიტარი და პროპორციული სიის კანდიდატებს.
წარმოდგენილი ცვლილება ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე შესაბამის დაწესებულებებში დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრის პრევენციასა და ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) გავრცელების მეტად სარისკო და საფრთხის შემცველი სხვადასხვა კერების წარმოშობის თავიდან აცილებას განაპირობებს.
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში ერთჯერადია და ის მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავრცელდება.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge