კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
გია ვოლსკი "ნაციონალური მოძრაობის" და კახა ოქრიაშვილის პარტიის გაერთიანებას აფასებს 15.09.2020 15:51

 

„რა შანსებიც ჰქონდა კახა ოქრიაშვილს და გაერთიანების სხვა სუბიექტებს, იგივე შანსები დარჩათ. უბრალოდ, ოქრიაშვილს დაუბრუნდება ის დროშა, რომელსაც 5 ნომერი ეწერა“- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კახა ოქრიაშვილის პარტია „პროგრესი და თავისუფლების“,„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შესახებ საუბრისას.


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტები და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს.


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა გაერთიანების სხვადასხვა სუბიექტები და ახლა თავის პოლიტიკას ავითარებს. ეს ერთი რეალობაა, რაც ჩანს. მეორე მხრივ, მათ ამბიციებს შორის განსხვავება და დაპირისპირება იმდენად თვალსაჩინო გახდა, რომ საზოგადოებას საკმაოდ სერიოზული ეჭვები გაუჩნდა, რა მარგი ქმედების მატარებელი შეიძლება იყოს ეს გაერთიანება – ქვეყანას საით წაიყვანენ მარტო რომ დარჩნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. ვფიქრობ, რომ დესტრუქცია არის საერთო სათაური მათთვის, ვინც გაერთიანებულია ამ ბლოკში, ე.წ. ძალა ერთობაშია,“ განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „მოძრაობა ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ