Warning: Undefined array key 0 in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 105

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 105
Geotimes - სიახლეები
კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა 15.09.2020 12:45

 

 

პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „მოძრაობა ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ახალ საარჩევნო ბლოკს „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ ეწოდება.


როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე


„საზოგადოებას ამ თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია. აი, აქ ვდგავართ, არათუ დაიშალა, არამედ ძალა და რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური. პირობას გაძლევთ, ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რათა საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება განვითარების გზაზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ