კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
"ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსს“ უერთდება 14.09.2020 12:22

 

 

„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსს“ უერთდება“-  განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩართულები ვიყავით ამ დოკუმენტის შემუშავებაში. გვქონდა რამდენიმე შენიშვნა, რომელიც გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ეს შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებასა და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას, ასევე, ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნების და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების, ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანას.

 

შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსი“ შეიცავს და ითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებსა ღირებულებებს, რაც ცალსახად მისასალმებელია და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უერთდება წინამდებარე დოკუმენტს. მას ჩვენი მხრიდან უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდა, „ქცევის კოდექსში“ ასახული ყველა პუნქტის რეალურად შესრულება უზრუნველყონ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ