10.09.2020 11:00
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან, როგორც ძველი, ასევე – ახალი სახეები, მათ შორის ქალი კანდიდატები.
„შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემადგენლობაში იქნებიან: გამოცდილი პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები, „ქართული ოცნების“ ლიდერები. ასევე იქნებიან ახალი სახეები, ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, აქამდე პოლიტიკასთან არ ჰქონიათ შეხება, თუმცა დღეს ისინი ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ და ერთად ვიბრძოლებთ ამ არჩევნებში. რაც შეეხება კრიტერიუმებს ბუნებრივია, ეს არის გამოცდილება, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, საქმისადმი პასუხისმგებლობა. სიაში იქნებიან წარმოდგენილი ქალებიც. ამ ოცეულში, სულ ცოტა, ხუთი ქალი იქნება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
„ქართული ოცნება“ დღეს საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან ერთად, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც დაასახელებს.
პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე გაიმართება.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge