პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძემ, ალი ასადოვთან და კახა კალაძესთან ერთად, სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა 30.10.2026 18:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა.

 

მთავრობის მეთაურმა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად, ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.

 

პროექტის შესახებ, რომლის საინვესტიციო ღირებულება 68 მილიონი აშშ დოლარია, პრემიერ-მინისტრებს დეტალური ინფორმაცია სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა მიაწოდა.

 

სასტუმრო 152 ნომერს, კვებისა და საკონფერენციო სივრცეებს აერთიანებს.

 

გახსნის ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ