Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 27
Geotimes - სიახლეები
პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რევაზ სოხაძე - ჩვენი მიზანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების შექმნა და სექტორის განვითარებისთვის ჯანსაღი, გამჭვირვალე გარემოს უზრუნველყოფა 30.10.2026 12:59

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სამშენებლო სექტორის გაჯანსაღების მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა.


მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია კორუფციისა და კორუფციული რისკების მიმართ მკაფიო და პრინციპულია, რასაც ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიც ადასტურებს. მისივე თქმით, სექტორში მომუშავე კომპანიებსა და ყველა ჩართულ მხარეს ნათლად აქვს გააზრებული, რამდენად მკაცრია სახელმწიფოს დამოკიდებულება მსგავსი გამოვლინებების მიმართ.


რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორში პროცესების გაჯანსაღება კომპლექსური მიდგომით მიმდინარეობს და მოიცავს შესყიდვების კანონმდებლობის, პროცედურებისა და სატენდერო პირობების ცვლილებას, რაც მიზნად ისახავს პროცესების კიდევ უფრო გამჭვირვალობას და ეფექტიანობას.


მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არა მხოლოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არამედ ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობაცაა.


მისივე განმარტებით, ძლიერი სამშენებლო კომპანიები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და პროფესიული კადრების დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამასთან, სექტორის განვითარებისთვის აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომელთა ნაკლებობაც დღეს ქვეყანაში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.


მინისტრმა ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმასა და ინფრასტრუქტურული სექტორის განვითარების ურთიერთკავშირზე. მისი თქმით, მთავრობის ხედვა ითვალისწინებს ისეთი ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები და ინფრასტრუქტურული სექტორის გაძლიერება ერთმანეთს ავსებს.


„წლების განმავლობაში სათანადო ყურადღება არ ექცეოდა ტექნიკური პროფესიების განვითარებას, რის გამოც დღეს ქვეყანაში პროფესიული კადრების დეფიციტია. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანია, დეფიციტური პროფესიები უფრო მოთხოვნადი გახდეს, ამ მიმართულებით ახალგაზრდების განათლება დაფინანსდეს და კვალიფიციური კადრები მომზადდეს. მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული სექტორის გაძლიერება ამ ახალგაზრდებს დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარების ერთიანი ხედვის ნაწილია, რომლის მიზანია, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების პროცესი შეუქცევადი გახდეს" -აღნიშნა მინისტრმა.

 

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ