10.10.2026 12:50
Air Astana იაპონიის, მალაიზიისა და ტაილანდის მიმართულებით მგზავრებს მოგზაურობის ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ყაზახეთის გავლით მოსახერხებელი ტრანზიტული კავშირების წყალობით, საქართველოდან მოგზაურებს აზიის მიმართულებით დანიშნულების ადგილების უფრო ფართო არჩევანი ექნებათ.
2026 წლის 30 ნოემბრიდან Air Astana ალმათი-ტოკიოს (იაპონია) მიმართულებით პირდაპირ რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. 11 დეკემბრიდან ასტანასა და ბანგკოკს (ტაილანდი) შორის ფრენები კვირაში ორჯერ დაიწყება, ხოლო 25 დეკემბრიდან ალმათი-ლანგკავის (მალაიზია) მიმართულებით სეზონური რეისები ამოქმედდება, რომლებიც კვირაში სამჯერ შესრულდება.
ტოკიოს მიმართულებით პირდაპირი რეისები იაპონიაში დასასვენებლად ან საქმიანი ვიზიტით მიმავალი მგზავრებისთვის მოგზაურობას უფრო მოსახერხებელს გახდის. ასტანიდან ბანგკოკის მიმართულებით ახალი რეისები შეავსებს ალმათისა და ტაილანდის დედაქალაქს შორის უკვე არსებულ საჰაერო მიმოსვლას.
ლანგკავი მალაიზიის პოპულარული საკურორტო კუნძულია, რომელიც ულამაზესი პლაჟებით, ტროპიკული ტყეებითა და შთამბეჭდავი ბუნებრივი პეიზაჟებით გამოირჩევა. მოსალოდნელია, რომ ის ზამთრის სეზონზე მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება იქნება.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან Air Astana Group-მა 22 ახალი საჰაერო მარშრუტი დაამატა. ფართო სამარშრუტო ქსელის წყალობით, Air Astana თბილისიდან მოგზაურებს აზიის სხვადასხვა მიმართულებით ფრენის უფრო მეტ შესაძლებლობას სთავაზობს როგორც დასვენების, ისე საქმიანი ვიზიტებისთვის.
Air Astana-ს მომსახურების მაღალი ხარისხი არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი არის აღიარებული. 2026 წლის სექტემბერში გამართულ World Airline Awards-ზე ავიაკომპანია Skytrax-ის მიერ ცენტრალურ აზიასა და დსთ-ში საუკეთესო ავიაკომპანიად ზედიზედ მე-15-ედ დასახელდა. ამასთან, კომპანიამ ცენტრალურ აზიასა და დსთ-ში ავიაკომპანიის პერსონალის მომსახურების საუკეთესო ხარისხისთვის ჯილდო მეათედ გადაეცა.


