08.10.2026 23:17
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, სადაც კერძო ინვესტიცია დაცულია, საერთაშორისო პარტნიორობა წახალისებულია, ხოლო მსხვილი პროექტები სწრაფად და პროგნოზირებადად ხორციელდება, - განაცხადა პროექტ „არქი გრანდ ავენიუს" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება ადგილი, სადაც საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ ოპერირებას კი არ იწყებენ, არამედ გრძელვადიან განვითარებასაც გეგმავენ.
„„არქი გრანდ ავენიუ" სწორედ ასეთი ნდობის მაგალითია. ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, რეკრეაციულ და საზოგადოებრივ ფუნქციებს, ქმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს და ქალაქის განვითარებას სრულიად ახალ მასშტაბს სძენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიული ვაგონთმშენებელი ქარხნის ტერიტორიის თანამედროვე ფუნქციით გაცოცხლება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ განვითარება შესაძლებელია ქალაქის მემკვიდრეობის პატივისცემითაც", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი ღირებულების ინვესტიციებს, თანამედროვე ურბანულ განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
„ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი მასშტაბური საინვესტიციო და დეველოპერული პროექტი დაიწყო. თითოეული მათგანი განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ - ისინი ასახავენ იმ ნდობას, რომელიც ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ეკონომიკის მიმართ აქვთ. სწორედ ეს არის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და შედეგზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - პოლიტიკის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებასა და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას ემსახურება", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორ იქმნება ისეთი ურბანული სივრცეები, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს ტურიზმს, ზრდის ბიზნესაქტივობას და საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „არქი გრანდ ავენიუს" პროექტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო პარტნიორები - „ჰილტონი", „ვინდჰემი" და წამყვანი არქიტექტურული თუ ურბანული კომპანიები. თანამედროვე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქმნება ისეთი ურბანული სივრცეები, რომლებიც ერთდროულად იზიდავს ინვესტიციას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ავითარებს ტურიზმს, ზრდის ბიზნესაქტივობას და ჩვენს საზოგადოებას ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს სთავაზობს - სწორედ ასეთი პროექტია „არქი გრანდ ავენიუ"", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებაში მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართულები.
„მოხარული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილია მისი განვითარების ახალი ეტაპი - პროექტი, რომელიც დაახლოებით ორი მილიარდი ლარის ინვესტიციას აერთიანებს და თბილისის ურბანული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მაგალითს წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო პარტნიორები - „ჰილტონი", „ვინდჰემი" და წამყვანი არქიტექტურული თუ ურბანული კომპანიები", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის სანდო, სტაბილური და მიმზიდველი ქვეყანაა, ხოლო ჩვენი სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.