სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
GE EN RU
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს 08.09.2026 16:42

 

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალი სულ პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, უმსხვილეს სექტორებს შორის თანხები ასე ნაწილდება:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 207.6 მლნ აშშ დოლარი

უძრავი ქონება 119.9 მლნ აშშ დოლარი

დამამუშავებელი მრეწველობა 59.0 მლნ აშშ დოლარი

მშენებლობა 34.4 მლნ აშშ დოლარი

ვაჭრობა 16.4 მლნ აშშ დოლარი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
ლუიჯი სინაპი: საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, ის რეგიონში დამაკავშირებელი ქვეყანაა

,,საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში, რადგან ის ერთმანეთთან აკავშირებს საზღვაო სფეროში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, ინდუსტრიას, აკადემიურ წრეებს და ყველას, ვისაც ზღვასთან აქვს კავშირი, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა, ადმირალმა ლუიჯი სინაპიმ, რომელიც ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. მისი თქმით, საზღვაო დერეფნები უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის კავშირისა და გლობალური ვაჭრობისთვის, ასევე ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის. „საზღვაო დერეფნები ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს და ხელს უწყობს ადამიანების კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მთელ მსოფლიოში. წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიოში საზღვაო დერეფნებში მიმოსვლა შეჩერდეს, აღარ გვექნება საქონლის მიწოდება, საწვავი და ბევრი სხვა რამ, რაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ არის საზღვაო დერეფნები ასეთი მნიშვნელოვანი და ამიტომაც აქვს ამ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) გენერალურმა მდივანმა. ლუიჯი სინაპიმ საქართველოს როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანა, განსაკუთრებით, შავი ზღვის რეგიონში, მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებს. „საქართველოს ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლი აქვს. განსაკუთრებით, ამ რეგიონში ის მოქმედებს როგორც ხელშემწყობი და დამაკავშირებელი ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებსა და სახელმწიფოებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და ორგანიზაციებს რეგიონთან და მის მოსახლეობასთან. სწორედ ამიტომ არის საქართველოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქ, შავი ზღვის რეგიონში. საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - აღნიშნა ლუიჯი სინაპიმ.''

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ