06.07.2026 15:12
„ლენდლორდის" მოდელი არის საერთაშორისოდ აპრობირებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საზღვაო სექტორში ის ითვლება ყველაზე წარმატებულ და აპრობირებულ მოდელად.
„შემიძლია, მაგალითები ჩამოგითვალოთ, სად ოპერირებენ ძალიან წარმატებული პორტები „ლენდლორდი"" მოდელით, ესენი გახლავთ: ბელგია, სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და ასე შემდეგ. საქართველო გახდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი 2029 წლიდან, როდესაც ჩვენ მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.
„ლენდლორდის" მოდელი თავისი შინაარსით გულისხმობს იმას და ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება სწორედ იმ მოდელს, რომ 100%-ით პორტის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო ტერმინალები, რომლებიც შეიქმნება პორტში და იქნება როგორც მშრალი, ისე საკონტეინერო ტვირთისთვის, გადაეცემა იჯარით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :