19.11.2026 20:29
საკონსტიტუციო სასამართლოში კონკრეტული პირის მიერ ორჯერ გაჟღერდა ჩემი ძმის სახელი და გვარი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ხახუბია სოციალურ ქსელში წერს.
ხახუბია მოუწოდებს ყველას, მისი ოჯახის ტრაგედიას პატივი სცენ და ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის.
„მსურს, გამოვეხმაურო ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც კონკრეტული პირის მიერ ორჯერ გაჟღერდა ჩემი ძმის სახელი და გვარი, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის. მკაცრად მოვუწოდებ ყველას, პატივი სცენ ჩემი ძმის ხსოვნას, პატივი სცენ ჩემი ოჯახის ტრაგედიას და ჩემი ძმის ტრაგედიას ნუ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის!", - წერს ხახუბია.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ხახუბიას ძმის ტრაგიკულ გარდაცვალებაში „ქართული ოცნება" დაადანაშაულა.