13.11.2026 16:44
რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით, გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიების გამო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პორცესს დააკლდა ზაზა ბიბილაშვილი და მიმართავს მას, დაბრუნდეს საკონსიტუციო სასამართლოში.
„უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს - ჩემ მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, ოთხ პიჯაკს და ერთ პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ! თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიხართ ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და წადით სახლში! ასეთია ჩემი აზრი!
აშკარად დააკლდა ზაზა ბიბილაშვილი მანდაურობას, თუმცა ანი წითლიძემ სწორად გააკეთა, რომ ყველა „საქმეზე" ცალ-ცალკე მოითხოვა საუბარი. ზაზა, სასწრაფოდ მოდი უკან, აჩვენე კლასი და შეახსენე, რომ საუბარია არა რაღაც მოკრიმინალო პარტიაზე, არამედ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფზე, რომელმაც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, უამრავი ღალატის ხელში, შექმნა წარმატებული ქართული სახელმწიფო!" - წერს სააკაშვილი.