შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
თამარ ჩერგოლეიშვილი: ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა 31.10.2026 14:00

ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა, - წერს „ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის, მაია ორჯონიკიძის განცხადების პასუხად, რომელიც ჩერგოლეიშვილს „ნასედკას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის „ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ერთადერთი "მოწმე" იყო!"

როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, მას ისეთ რამეს აბრალებენ, რაც ფართო საზოგადოების თვალში უპირატესობად ეთვლება.

„აი ამ ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა.

ასე უნდა გააგრძელოს და მის პოლიტიკურ საფლავზე შალახოს ვიცეკვებ.

P.S. ღადაობა თან ისაა, რომ ისეთ რამეს მაბრალებენ, რაც ფართო საზოგადოების თვალში უპირატესობად მეთვლება - ასე რომ არ იყოს, საააკაშვილი კი არ იტყოდა "ახალაია ორჯერ მყავს ნანახიო" და გაემიჯნებოდა", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ