ვ ი რ თ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი -ჯონდი ბაღათურია 21.07.2026 13:53

"ანუ ამბავი, მამრობითი სქესის ნაკაცარის "საგმირო საქმისა". . .


სხვა რა უნდა უწოდო მამრობითი სქესის არაკაცს, ქალებს საქმის გასარჩევად რომ შეუვარდება სასტუმროს ნომერში და დაუნდობლად მუშტებით რო გალახავს . . .
ხედავთ რა ვაჟკაცობა ჩაიდინა, რუს ქალებს მოერია . . .


თან სულ ინგლისურად აგინებდა. . .


ანუ ინგლისურიც იცის . . .


და მუშტები ხო იცის და იცის, ოღონდ ქალებთან იცის ამ ნაკაცარმა . . .


ხოდა მეტი ქართველობა და კაცობა ხო ძნელი წარმოსადგენია ქუჩაში მოწანწალე ბრბოსთვის . . .


და ბრბოს რეაქციამაც არ დააყოვნა ❗️❗️❗️


ეგრევე გამოცვივდა ქუჩაში ჯოგური ინსტიქტით შეპყრობილი 200 - 300 კაციანი "ლეგეონი" . . .


ბღავილით, ევროკავშირის დროშების ფრიალით და უწმაწური სიტყვების კორიანტელით დაიარეს ძველი თბილისის ტურისტული ადგილები, აგინებდნენ რუსებს, პუტინს და რატომღაც ბიძინას . . .
რუსების და პუტინის გინება მაღალანაზღაურებადი "სამსახურია" საქართველოში, ამაზე გულმოდგინედ ზრუნავს აშშ-ს, ბრიტანეთის და ევროკავშირის საელჩოები და შესაბამისად "გრანტებს" დახარბებული და საშოვარს გადაგებული ნახირისგან სრულიად გასაგები საქციელია . . .


ბიძინას ალბათ იმიტომ რომ თავის დროზე გადაარჩინა ეს ბრბო ხალხის მრისხანებას და არ დაუშვა ლინჩის წესით ამათი გასამართლება და სავსებით შესაძლებელია რომ მადლიერება ასე ესმოდეთ . . .
რაა, გიკვირთ ამათგან ❓❗️


ალბათ არა და არც მე გამკვირვებია, თუმცა შემრცხვა, მართლა ძალიან შემრცხვა და განვიცადე, ან რუსებმა ან სხვა ტურისტებმა არ იფიქრონ ესენი ყველა ასეთები არიან-თქო . . .
თუმცა ძალიან გამაკვირვა და დამაფიქრა მართლმსაჯულების გადაწყვეტილებამ . . .


რომელმაც ეს ინგლისური გინების კარგად მცოდნე ნაკაცარი, ქალების გალახვა რო შეუძლია და მერე თავის საქციელს რატომღაც პატრიოტიზმით რომ ამართლებს, 5 000 ლარიანი გირაოთი გაანთავისუფლა . . .
ჯერ ერთი ეს მამრობითი სქესის ნაკაცარი არ ნანობს რაც გააკეთა და "გულმხურვალე" მომხრეებთან ერთად ამართლებს თავის საქციელს, ანუ სავსებით შესაძლებელია რომ გაიმეოროს ეს "გმირობა" . . .
ამას სულ ორი ჭიქა უნდა და რამდენიმე ურაპატრიოტი გამქეზებელი . . .
და მეორეც ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, " ოჯახური ძალადობის" მუხლით
4 000 -მდე პატიმარი იხდის სასჯელს ❗️❗️❗️
აქედან 80 % -ს რეალურად არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია, შესაძლოა ცოლს ცხელ გულზე შეაგინა, ან მთვრალი აყალ-მაყალი მოაწყო სახლში და მერე ცოლმა ან უმეტეს შემთხვევაში მეზობელმა პატრულს დაურეკა . . .
ახლა ეს ცოლები დადიან და იხვეწებიან ჩემი ქმარი გამოუშვით ბავშვები მშიერი დამრჩაო მაგრამ არა, ევროკავშირის ვალდებულებები უფრო "წმინდა" და სავალდებულოა ვიდრე ის რომ ოჯახი არ დაანგრევინო და არ აარევინო . . .

 

P.S. ეს ხო რეზონანსული საქმეა. . .


მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს . . .


ასეთ მოძალადე ნაკაცარს რო გარეთ გამოუშვებ იმის გამო რომ ვიღაც კრეტინმა პ რ ო რ უ ს უ ლ ო ბ ა არ დაგაბრალოს ეს ხომ ხალხის და უსაფრთხო სახელმწიფოს რეპუტაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას ურტყამს . . .-წერს სოციალურ ქსელში "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ