პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად -მიხეილ სააკაშვილი 28.01.2026 17:29

მე ნამყოფი ვარ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გრენლანდიაში, სადაც გავჩერდი თეთრ სახლში მორიგ ვიზიტზე მიმავალი. მახსოვს, იქ გვიცნეს და უამრავი ადგილობრივი მცხოვრები მოვიდა ფოტოს გადასაღებად, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად.

„მე ასევე ვყოფილვარ ამერიკულ ბაზებზე ჰელმანდში, ავღანეთში და ინჯილიკში, თურქეთში, და მინდა, ვთქვა, რომ გრენლანდიის ბაზა დანარჩენ ბაზებთან შედარებით უბრალოდ პაწაწინაა. ამიტომ ამერიკას ნამდვილად სჭირდება კუნძულზე ახალი ბაზები თავისუფალი სამყაროს დასაცავად. რა თქმა უნდა, დანიის, გრენლანდიის თანხმობით და საერთაშორისო სამართლის ყველა წესის დაცვით, დარწმუნებული ვარ, შეთანხმება მიღწეული იქნება", - წერს სააკაშვილი.

 

ბოლო სიახლეები
PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ