კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ კრიზისს უკიდურესად ამწვავებს: თბილისის ექს-მერის დაპატიმრებამ ოპოზიცია შეიძლება დაშლას გადაარჩინოს“ 12.02.2020 12:53

 

საქართველოში შექმნილ საშინაო პოლიტიკურ სიტუაციას ტრადიციულად ეხმაურება რუსული პრესა: რუსული გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“ («Независимая газета») დღევანდელ, 12 თებერვლის ნომერში სტატიას აქვეყნებს სათაურით „საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ კრიზისს უკიდურესად ამწვავებს: თბილისის ექს-მერის დაპატიმრებამ ოპოზიცია შეიძლება დაშლას გადაარჩინოს“.


როგორც ცნობილია, პროკურატურა ყოფილ მერს, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს გიგი უგულავას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისას და კორუფციის ბრალს უყენებს. სტატიაში  გადმოცემულია  დაპატიმრებასთან დაკავშირებული ასპექტები.


პუბლიკაციის მთავარი ლეიტმოტივი შემდეგში მდგომარეობს: ოპოზიცია, რომელიც თითქოს მისუსტებული იყო, გიგი უგულავას დაპატიმრებამ გამოაცოცხლა. ლიდერებმა უარი თქვეს „ქართულ-ოცნებასთან“ მოლაპარაკების გაგრძელებაზე საარცევნო სისტემის რეფორმირებაზე და ქუჩის უვადო საპროტესტო აქციების განახლება განიზრახეს. გარდა ამისა, რადგანაც გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკურ პატიმრობად იქნა მიჩნეული, არაა გამორიცხული, რომ ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა უფრო მძაფრად დაიწყოს.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ