კანადაში მოპარული მანქანები რუსეთში საქართველოს გავლითაც შეაქვთ -The New York Times 27.08.2026 17:30

ამერიკული გამოცემა The New York Times კანადაში მოპარული მანქანების კონტრაბანდულ მარშრუტებზე წერს და აღნიშნავს, რომ დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთში შექმნილ შავ ბაზარზე ავტომობილების ნაწილი საქართველოს გავლითაც ხვდება.

 როგორც გამოცემა წერს,  კანადაში ბოლო წლების ავტომობილების ქურდობის „ეპიდემია“ ნაწილობრივ რუსეთში დასავლურ მანქანებზე გაზრდილმა შავმა ბაზარმა გამოიწვია — მას შემდეგ, რაც სანქციებმა რუსეთში ავტომობილების ოფიციალური ექსპორტი შეზღუდა.

 

 ინტერპოლის მონაცემებით, 2024 წლის თებერვლიდან 2026 წლის ივლისამდე რუსეთში კანადაში მოპარული 4 798 ავტომობილის აღმოჩენის შესახებ შევიდა ინფორმაცია. განსაკუთრებით მოთხოვნადია Dodge Ram, Toyota Tundra და Ford F-150.

 

კანადის სამეფო ცხენოსანი პოლიციის თანახმად, რუსეთი კანადაში მოპარული და ინტერპოლის ბაზაში მოხვედრილი ავტომობილების მთავარი უცხოური დანიშნულების ქვეყანაა. კონტრაბანდისტები მანქანებს ხშირად არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით აგზავნიან, თუმცა გამოვლენილია მარშრუტები საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ლიეტუვის გავლითაც.

 

 მონრეალის პორტში კანადელი მესაზღვრეები კვირაში დაახლოებით ათ კონტეინერს ამოწმებენ და მათში 20–30 მოპარულ ავტომობილს — ჯამურად დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანებს — პოულობენ.

 

წყარო: 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ